ცაგერის ისტორია | ცაგერის მუნიციპალიტეტი

12988171_1017322885007154_197493399_n-150x150ცაგერის მუნიციპალიტეტის (ლეჩხუმი) ისტორია პალეონითით-ნეოლოთით იწყება. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი (სოფლები: ნაკურალეში, ზუბი, ზედა ტვიში, დღნორისა) ქვის ხანიდან ჩანს, ადგილზე მოპოვებულია და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცულია უამრავი  ქვისა და კაჟის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის (ლეჩხუმი) ტერიტორია მკვლევარების მიერ აღიარებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ერთ-ერთ მძლავრ მეტალურგიულ კერად. ადგილზე მოპოვებულია ბრინჯაოს ნივთაების 10 განძი. აგრეთვე ზოდები, წიდები, ნაღვენთები, ქურისა და კერამიკის ნაშთები და რაც მთავარია  ყალიბი. აქვეა მოპოვებული უძველესი და უიშვიათესი ქართული, კოლხური და სხვა ქვეყნების ნუმიზმატიკური ნიმუშები, სულ 1000-მდე ერთეული. (კოლხური თეთრი, კოლხური სტატერი, ალ.მაკედონელის, ლისიმახისა და სხვა). ყოველივე ეს დაცულია ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.

უძველესი დროიდან ისტორიის განვლილ გზაზე, სხვადასხვა დროს, ,,სკვიმია“ ლეჩხუმი, შემდეგ ,,თაკვერი“, შემდეგ ,,ლეჩხუმი“ ანუ ცაგერის მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა კოლხეთის, ლაზიკის, ეგრისის, ოდიშის, ქართლის და იმერეთის, რაჭა-თაკვერის, – სამეფოების, სამთავროების და საერისთაოების დაქვემდებარებულს; ზოგჯერ უშუალოდ საქართველოს მეფეზე დამოკიდებულ ერთეულს.

საგულისხმოა, რომ უძველესი დროიდან შუა ლეჩხუმზე გადიოდა „თაკვერად’’ წოდებული საქარავნო საერთაშოროისო გზა, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქს ფაზისს აკავშირებდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან.

ცაგერის მუნიციპალიტეტში  ქრისტიანობა VI-VII საუკუნეებიდან დამკვიდრდა. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 30-მდე ნანგრევი და ძლიერ დაზიანებული და უკვე აღდგენილი და ახლად აშენებული 35-მდე ეკლესია-მონასტერი. აქედან სიძველით გამოირჩევა მურის წმიდა მაქსიმეს (ადრე არსენის) (VI-VIIსს), გვესოს ღმრთისშობლის (IX-XI სს), ცაგერის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (X-XI სს), ლაბეჭინის წმიდა გიორგის (X-XI სს), გონის წმიდა გიორგის (X-XI სს), ხვამლის წმიდა გიორგის  (XII-XIIIსს),  დერჩის იოანე ნათლისმცემლის  ( XI ს), ცხეთის წმიდა გიორგის (XVIII ს) ეკლესია მონასტრები.

მუნიციპალიტეტი თვისი რთული და საინტერესო რელიეფით (მთები, ქვაბულები, ვიწრობები, გამოქვაბულები) თვით წარმოადგენს ბუნებრივ მიუვალ „ციხესიმაგრეს’’, ამას ემატება 40 ერთეულზე მეტი ადამიანის მიერ აგებული ციხე-სიმაგრე და ციხე-კოშკი, ამ შესაძლებლობებით საქართველოს ბარში მტერთაგან დევნილ სამეფო და სამთავრო ოჯახებს თავშესაფრად და სამეფო განძის დასაცავად ის დიდ სამსახურს უწევდა. თავისი სიძველითა და  გრანდიოზულობით. აღსანიშნავია: დეხვირის, მურის, ზუბის, ორბელის, უწვაშის ადრე ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები. სარეწკელას, ორპირის, ორხვის და სხვა თითქმის მიუვალი მღვიმეები, გამოყენებული იყო ბერ-მონაზვნების საცხოვრებლად.

ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს: წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები და მისი სახელობის მონასტერი მურში და მისსავე სახელობის გრანდიოზული მშენებარე ტაძარი ქ.ცაგერში; ცაგერის ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიული მუზეუმი; ცხეთა-დეხვირის არქეოლოგიურ- ეთნოგრაფიული მუზეუმი „ღია ციხ ქვეშ’’; პოეზიის მარად უჭკნობი შედევრების ავტორის ლადო ასათიანის, ომში დაღუპული პოეტის სევერიან ისიანის, საინჟინრო ჯარების მარშლის არჩილ გელოვანის მემორიალური მუზეუმები; ქალაქ ცაგერის სურათების გალერეა; მწვანე თეატრი, ე.ბენდელიანის საოჯახო მუზეუმი. მრავალ-ეთნიკური (ქართველები, ებრაელები, სომხები, ოსები, ქურთები, რუსები,..) მთის სოფელი ლაილაში, სადაც არის მართლმადიდებელი, სომხური ეკლესიები და მე-7-ე საუკუნის ებრაული სინაგოგა.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

მკვლევარებმა გააკეთეს დასკვნა, – ყველა გზა რომისკენ კი არა ამ შემთხვევაში ხვამლისკენ მიდის. მის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ქვის ხანის დროინდელი ადამიანის ცხოვრების კვალი და გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის მეტალურგიის კერები. ხვამლის ქვაბები იყო მეფეთა განძსადები, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე, აქამდე  მოაღწიეს ჰერაკლემ და  ჰეფესტომ, ხვამლისკენ მოისწრაფოდნენ   არგონავტები, პრომეთეს სისხლით განაყოფიერებულ ნიადაგზე                                             ამოსული მცენარეებით ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. მთლიანობაში ხვამლი ბუნების ნამდვილი სასწაულია, მისტიკური იდუმალებით მოცული.