ტურისტული მარშრუტები და კემპინგი | ცაგერის მუნიციპალიტეტი

საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა ლეჩხუმი. ლეჩხუმის(ცაგერის მუნიციპალიტეტის) მცირე ტერიტორიაზე არსებობს ბუნებრივი ესთეტიკური გარემო, კომფორტული კლიმატი, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კონტრასტებით მდიდარი ბუნებით, ისტორიულ არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, სამკურნალო მინერალური წყლები და სხვა.

სათანადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ლეჩხუმი გახდება ტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი რეგიონში და სრულიად საქრთველოში.

ლეჩხუმზე გამავალი მთავარი ტურისტული სამარშუტო გზები შემდეგ სურათს გვაძლევს:

დასავლეთ საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენს ქ. ქუთაისი . საიდანაც რამდენიმე სამარშუტო მიმართულებაა:

  ქალაქი ქუთაისი-წყალტუბო-ყუმისთავის სპელოლოგიური მღვიმეები – ლეჩხუმი (ცხენისწყლის ხეობა, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით).

ანტიკური ხანის უქიმერიონის ციხის  ნანგრევი- ლაძგვერია (სამკურნალო მინერალური წყლები, ძველი სასაფლაო) – მდ.რაჩხა-(რაჩხის ჩანჩქერი მისი საიდუმლოებით), ოყურეში (,,უსახელაურის“ უნიკალური ვაზის ჯიშის ადგილი), სოფ. ზუბი (ქვის ხანის ნასახლარი, წმ. გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია.ანტიკური პერიოდის ზუბის ციხე) – მდ. კვერეშულას ლოდი- ჯონოულის ხეობა-სოფ. ქულბაქი. აქვეა ,,ცივი ქვა“ ჩანჩქერით და XVIII  საუკუნის  ნამარნევის ეკლესიის ნანგრევი). – სარეწკელას კლდეკარები, ხვამლის მთა (ბუნების საოცარი ძეგლები, მღვიმეები-ქართველ მეფეთა განძთსაცავები, თეკენტარის ჭა,საყინულე ბოგა, ბერის ნამუხლარი, წმ.გიორგის სახელობის მონასტერი).

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ხვამლის თხემიდან იშლება დასავლეთ საქართველოს სანახაობა- აღმოსავლეთით ლიხის ქედიდან დასავლეთით შავ ზღვამდე, კოლხეთის დაბლობის ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები, სამხრეთით აჭარა – იმერეთის მთიანეთი, იქვე ახლოს სილამაზით გამორჩეული ცაგერის ქვაბული. შორს მოსჩანს მუდმივი თოვლის საფარით გადაპენტილი ცენტრალური კავკასიონის ბუმბერაზი მწვერვალები იალბუზი, უშბა, შხელდა, თეთნულდი, შხარა………….

 

 ცაგერის ქვაბული ბუნების მრავალფეროვნებით, ანთროპეგონული ობიექტებით, პეიზაჟების  სიმრავლით ქვეყანაში გამორჩეული ოროგრაფიული რეგიონი. აქ ვნახავთ ლადოს მემორიალურ მუზეუმს, სიძველეებით ქვეყანაში ცნობილ ცაგერის ისტორიულ მუზეუმს, წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის საფლავს მისი სახელობის მონასტერს და ხელთუქმნელ ტაძარს.  ცაგერ- ლენტეხის ეპარქიის საინტერესო არქიტექტურულ შენობას.

IX საუკუნის  გვესოს საეკლესიო კომპლექსს, სურათების გალ;ერეას, ლასურიაშის საეკლესიო- სამონასტრო კომპლექსს,  მურის კლდეკარებს, იქვეა ანტიკური პერიოდის მურის ციხე, თავისი კოშკებით, იქვეა მწვანე თეატრი, წყაროს წყლები და ლაჯანურ ჰესის სათავე ნაგებობა.

ქვაბულში ოცზე მეტი ისტორიუ- არქიტექტურული ძეგლია, მათ შორის გამორჩეული ფუნქცია აქვს ადრე შუა-საუკუნეების პერიოდის ერთ დროს თაკვერის , შემდეგ ლეჩხუმის მთავარ ციხედ ცნობილ დეხვირის ციხეს.

აქვეა დეხვირის არქეოლოგიურ- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

  ორბელის წვერი, ორბელის ციხე-კომპლექსი.

  მდინარე ლაჯანურის ზემო წელი – ძუღურის და ლაშიჭალის იშვიათი სამკურნალო მინერალური წყლები,  სოფ. სპათაგორის არჩილ გელოვანის მემორიალური მუზეუმი. უძველესი სოფელი ლაილაში (ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, ოსები. აქვეა მათი ეკლესიები, სინაგოგა და სასაფლაოები).

 სოფ. თაბორის- ადრე შუასაუკუნეების (ციხე-ეკლესიის კომპლექსი)  ლაჯანურჰესის წყალსაცავიუნიკალური თაღოვანი კაშხალი – ორპირის კანიონი ( სივიწროვე, სიღრმე, მღვიმეები, შიგ ბერების ნასახლარი, წყაროს წყლები)- სოფ.აჭარა – რიონის ხეობა – სოფ. საირმე  (საოცარი კასტრული ,,სვეტები’’ – უდაბნო- ბერების ნაცხოვრები სხვა საინტერესო პეიზაჟები და ისტორიულ- არქიტექტურული ძეგლები)- ალპანის მასიური კლდის გულში სამ სართულზე განლაგებული უნიკალური ლაჯანურჰესი. სოფ. ზოგიში (პოეტ სევერიან ისიანის სახლმუზეუმი, სოფ.ცაგერა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის მშობლიური სოფელი, წმ.გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია.

ტვიში ცნობილი კლდეკარები (საიდუმლოებით მოცული ,,ვერძისთავის’’ წყაროს წყალი) –  სოფელ ტვიში (სამარკო ღვინის ,,ტვიშის“ მასალის ცოლიკაურის სამშობლო) – სოფ.ორხვი უძველესი ნასოფლარი გონი ( ამავე სახელწოდების ადრე შუასაუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა. მასში არსებული კანკელი გამოირჩევა უაღრესად საინტერესო მაღალმსტერილურობით).

  ღვირიშის ხეობა -( ამავე სახელწოდების თვალწარმტაცი ჩანჩქერი).

სოფ.ნაკურალეში ქვის ხანის ნასახლარი, ცხუკუშერისა და ნაკურალეშის მოქმედი ეკლესიები. იქვეა ურთხველის კორომი, სიდიდით გამორჩეული ცაცხვის ხე.

მიმდინარე ტერიტორიაზე შუასაუკუნეების საინტერესო არქიტექტურული ნაგებობის უწვაშის ოთხი ნანგრევი , ბუნების ულამაზესი პეიზაჟები)- სოფ აღვი.

  ქუთაისიდან ( მეორე მარშუტი)- რიონის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ალპანამდე – ლაჯანურის ხეობა- ორბელამდე -ცხენისწყლის ხეობა ცაგერი.

მდინარე ლაჯანურის და მდინარე ჯონოულის ხეობებში არსებობს რესურსები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საცხენოსნო, სათევზაო და სამონადირეო ტურიზმისთვის.

 ლეჩხუმის აღმოსავლეთიდან მარშუტი- ქ.ქუთაისიდან ტყიბულის გავლით- რაჭა თავისი ღირშესანიშნაობებით- ლეჩხუმი (რიონისა და ლაჯანურის ხეობები) , ლეჩხუმი (ცხენისწყლის ხეობა)- ქვემო სვანეთი და ა.შ.