სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

მიმდინარე წლის 24 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა  დადგენილებები:

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ფიზიკური აღნუსხვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თაობაზე საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების  შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების (სოფ.ზუბის ხელოვნურ საფარიანი    სპორტული მოედანი) სსიპ ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლა‘‘-ზე გადაცემის შესახებ მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.‘‘
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 04 მაისის №24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სიახლეები