სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის 21 მაისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის # 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის  სამი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

პროექტი განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 29 მაისს 10:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის # 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტი მოსამზადებლად გადაეცა საკრებულოს აპარატს.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 მაისის # 24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 23 მაისს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2024 წლის 29 მაისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2024 წლის 29 მაისს.

 

სიახლეები