სიახლეები

2019 წლის 15 ნოემბერს, ცაგერმა უმასპინძლა ინიციატივას GRETA ჰაბი | ჯანსაღი გასტრონომიისა და ორგანული პროდუქტების ჰაბი მთაში.

2019 წლის 15 ნოემბერს, ცაგერმა უმასპინძლა ინიციატივას GRETA ჰაბი | ჯანსაღი გასტრონომიისა და ორგანული პროდუქტების ჰაბი მთაში. ღონისძიების ორგანიზატორია პროექტი GRETA (რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით) ცაგერის მერია და სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აწარმოე საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ელკანა და საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია.
ჰაბის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ბიზნესს და ტურიზმის განვითარებას ცაგერის რეგიონში, ორგანული სოფლის მეურნეობის და გასტრონომიულ სფეროში ადგილობრივი ინიციატივების და პროდუქტებისთვის ერთიანი შეხვედრის სივრცის ორგანიზებით. სადაც, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღმოეჩინათ თანამშრომლობის პერსპექტივები, ახალი კონტაქტები შესანიშნავ სასიამოვნო გარემოში.
ღონისძიება „GRETA ჰაბი - ცაგერს“ ოფიციალურად გახსნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,რომელმაც სიტყვა გადასცა რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს.
საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა ავსტრიის ელჩი არად ბენკო.
საინტერესო გახლდათ GRETA პროექტის წარდგენა.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზოგადოებამ საგამოფენო დარბაზიში გადაინაცვლა,სადაც ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ორგანული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭა -ლეჩხუმს და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:
ადმინისტრაციის დეპარტამენტი | შორენა გვარლიანი | 591 080941 | Shorena.gvarliani@ada.gv.at
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი | ანა ქაბზინაძე | 599 300 753 | ana.kabzinadze@ada.gv.at
სამუშაო საათები: ორშაბათო-პარასკევი, 09:00-18:00
 

სიახლეები