პირველადი სტრუქტურული ერთეული განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური
გიორგი ალიოშას ძე კვირიკაშვილი - დაბადებული 1961 წლის 4 აპრილს ცაგერის რაიონის სოფ. ჩხუტელში.
ტელ: 599 51 25 31
განათლება:
1978 წელს დაამთავრა ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელის საშუალო სკოლა.
1979 წლის სექტემბრიდან სწავლა დაიწყო ქუთაისის N33 ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1980 წლის ივნისში.
1980 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ქუთაისის ნ.ი.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, კვების საწარმოთა მანქანებისა და აპარატების სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1985 წლის ივნისში.
სამუშაო გამოცდილება:
1985 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე მუშაობდა ცაგერის სასურსათო კომბინატში ინჟინერ- მექანიკოსად.
1985 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის ივლისამდე იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
1987 წლის სექტემბრიდან 1991 წლის აგვისტომდე მუშაობდა ცაგერის რაიონში სხვადასხვა სამუშაოზე /ახალგაზრდობის მიმართულებით/.
1991 წლის ივლისიდან 1992 წლის იანვრამდე მუშაობდა წამყვან მრჩევლად ცაგერის პრეფექტურის შრომისა და სოციალური დაცვის განყოფილებაში.
1991-1994 წლებში არჩეული იყო საკრებულოს წევრად.
1992 წლის იანვრიდან 1994 წლის ივლისამდე საწარმოო სწავლების ოსტატად ცაგერის N91 სპტ სასწავლებელში.
1994 წლის აგვისტოდან 1996 წლის იანვრამდე მუშაობდა უფროს სპეციალისტად ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
1996 წლის იანვრიდან 2006 წლის მაისამდე იყო ცაგერის რაიონული გამგეობის მთავარი სპეციალისტი სპორტის სფეროში (სპორტკომიტეტის თავმჯდომარე).
1995-2003 წლებში მუშაობდა ცაგერის N 45 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
2006 წლის მაისიდან 2008 წლის მარტამდე მუშაობდა გამგეობის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად.
2008 წლის მარტიდან 2013 წლის თებერვლამდე იყო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივლისამდე - მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად.
2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტამდე მუშაობდა გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად.
2017 წლის მარტიდან მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელად.
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს ორი შვილი