დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტთა დახმარება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში , სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.
2. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –№100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;