სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მთავარ ბიბლიოთეკაში, ქალთა დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მთავარ ბიბლიოთეკაში, ქალთა დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები, მრავალშვილიანი დედები.
მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სიმღერები, ლექსები, გაიხსენეს არაერთი ღვაწლმოსილი გარდაცვლილი ქალბატონი.
საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაული მიულოცა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გუგავა.

სიახლეები