ცაგერის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად.
I ნაწილში მუქ ლუჯ ველზე მოთავსებულია ხვამლის მთა. (სიმბოლო ლეჩხუმისა) მთის თავზე ჯვარი. (ლეჩხუმი უძველესი დროიდან არის ქრისტიანული პროვინცია, აქვე (მურში) განისვენებს მაქსიმე აღმსარებელი. II მთის ქვემოთ, მწვანე ველზე - სამ ბორცვზე, (იგულისხმება სამი ხეობა, რიონის, ცხენისწყლისა და ლაჯანურის) განთავსებულია ვაზის სამი მტევანი) III. თეთრ ველზე ორ მდინარეს შორის განთავსებულია თევზის ორი სიმბოლო. (,,ლეჩხუმი”- მეგრულ-სვანურად ნიშნავს სათევზაო ადგილს) IV-დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ ,,ცაგერი”.
ცაგერის მუნიციპალური დროშა:
დროშა ჰორიზონტლურადაა გაყოფილი სამ ნაწილად.
I ნაწილი _ ლურჯ ველზე ზედა ნაწილში გამოსახული ჯვარი, II ნაწილი წარმოადგენს თეთრ ველს. III-ნაწილი უჭირავ მწვანე ველს, რომელზეც გამოსახულია 3 ვაზის მტევანი. დროშის პროპორციაა 2/3.