ტურისტული მარშრუტები და კემპინგები

ტურისტული მარშრუტები: გვაქვს ერთდღიანი და ორდღიანი ტურები.
                    ერთდღიანი ტური
                      ღირსშესანიშნაობები:
1.         ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი
2.         მწვანე ტბა
3.         წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი და მწვანე თეატრი
4.         ცაგერის ისტორიული მუზეუმი
ტური იწყება ქ. ცაგერიდან ქ. ქუთაისის მიმართულებით, დაახლოებით 15-20 წუთიანი მარშუტის შემდეგ ვესტუმრებით სოფელ ბარდნალას, სადაც შეგვიძლია ვნახოთ ცნობილი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი. სახლ-მუზეუმში სტუმრობა გაგრძელდება 40 წუთი.
სახლ-მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ, გზას ვაგრძელებთ ისევ ქუთაისის მიმართულებით, მდინარე ჯონოულის ხიდამდე, შემდეგ კი გადავუხვევთ მწვანე ტბისკენ. მწვანე ტბაზე ასასვლელად დაგვჭირდება 30 წუთი. ლოკაციაზე გავჩერდებით დაახლოებით 1 საათი, ასევე შესაძლებელია ისადილო (სურვილისამებრ).
მწვანე ტბის მონახულების შემდეგ ვბრუნდებით ქ. ცაგერისკენ, სადაც მოვინახულებთ ყველასთვის ცნობილ წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონატერს, რომელიც ქ. ცაგერიდან 5 წუთის გზაზე არის, ქ. ლენტეხისკენ. ამავე გზაზე შეგვიძლია მოვინახულოთ ულამაზესი ადგილი, მწვანე თეატრი.
ტურის ბოლო წერტილი არის ქალაქ ცაგერის ისტორიული მუზეუმი, რომლის დათვალიერება გაგრძელდება 1-1.5 საათი.
 

           2 დღიანი ტური
             ღირსშესანიშნაობები
            1- დღე

1. ხვამლის მთა
2. მწვანე ტბა
3. ლადოს ასათიანის სახლ-მუზეუმი
4. დეხვირის მუზეუმი
5. წმ.მაქსიმე აღმსარებლის საფლავი
6. მწვანე თეატრი
                                             2-დღე
1. ცაგერის ისტორიული მუზეუმი
2. ლაილაში ( ოქრონიშის აუზი,ებრაული სინაგოგა,სომხური ეკლესიის ნანგრევი და ბულვარი სადაც არის ლაილაშის მე-19 საუკუნის პირველი დაწყებითი სკოლა)
3. საირმის სვეტები
4.ღვირიშის ჩანჩქერი
5.ზანდურის სახლი
                პირველი დღე
 
ტური იწყება ხვამლის მთიდან,რომელიც ქუთაისიდან 50 კმ-ში მდებარეობს. ხვამლის მთაზე იშლება ულამაზესი ხედი.იგი გამოირჩევა ისტორიულ-რელიგიური წარსულით,ხვამლის მთაზე არის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2002 მეტრზე.
ხვამლის მთიდნ ჩამოსვლის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ მწვანე ტბა,რომელიც წარმოადგენს ხელოვნურ დაგუბებულ ტბას,რესტორანსა და საკალმახე მეურნეობას.
მწვანე ტბიდან 45 წთ ისნტერვალში შეგიძლიათ მოინახულოთ გამოჩენილი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი.
ლადოს სახლ-მუზეუმიდან გადავინაცვლებთ დეხვირ ღია მუზეუმში.რომელიც წარმოადგენს უძველესი ხანის მუზეუმს.სადაც აღმოჩენილია ბრინჯაოს ეპოქის ხანის ხარი.
დეხვირის მუზეუმიდან 30 წთ-ში გადავინაცვლებთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში.სადაც დაკრძალულია ის.
საფლავის მონახულების შემდეგ 10 წუთში შეგიძლიათ მოინახულოთ მწვანე თეატრი.სადაც იმართება სხვა და სხვა საზაფხულო ღონისძიებები.ასევე შეგიძლიათ საკვების მირთმევა.
                  მეორე დღე
 
ტური იწყება ცაგერის ისტორიული მუზეუმიდან,რომელშიც წარმოდგენილია უძველესი ქსპონავტები,ნუმიზმატიკური ერთეულები,სამკაულები და საბრძოლო აღჭურვილობა.
მუზეუმიდან 40 წუთში შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ლაილაშში,სადაც შეგიძლიათ ნახოთ ოქრონიშის აუზი,რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლება,ამავე სოფელში არის სომხური ეკლესიის ნანგრევები და ებრაული სინაგოგა,ასევე შეგიძლია ნახოთ მე 19 საუკუნის ნანგრევები და ბულვარი.
ლაილაშიდან წამოსვლის შემდეგ 30 წუთის სავალ გზაზე შეხვდებით საირმის სვეტებს.
საირმის სვეტებიდან 1 საათის სავალ გზაზე მოინახულებთ ღვირიშის ჩანჩქერს რომლიდანაც იშლებდა ულამაზესი ხედი.ამავე სოფელში,ჩვენ შეგვიძლია მოვინახულოთ ზანდურის სახლი,რომელიც სადაც თქვენ შეხვდებით უძველესი ჯიშის ჯეჯილის სახეობას ზანდურს.
                                                   
                   აღვის კემპინგი
ლეჩხუმში მხოლოდ ერთი კემპინგია. ეს არის აღვის ეკოკემპინგი.შუაგულ ბუნებაში და რომანტიული პეიზაჟის ფონზე ეს ადგილი გვთავაზობს,ყველაფერს მრავალფეროვანსა და ბუნებრივს,რისი შემოთავაზებაც ქართულ ტრადიციებს შეუძლია. ადგილზე არის კარვები, კოტეჯები, რომლებსაც ელექტრო ენერგია მზის ბატარეებით მიეწოდება. აქ ყავთ ცხენები. შეუძლიათ ტურისტს შესთავაზონ თონის მასტერკლასი და ნატურალური საკვები. აღვის კემპინგის გუნდი გთავაზობთ,ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს,ახალ პურს,ასევე ორგანულ ქართულ პროდუქტებს,როგორიცაა: რძე ყველი,ხორცი,ხილი,ბოსტნეული და ღვინო დამზადებული ადგილობრივების მიერ.

სიახლეები