სხვა დახმარების პროგრამა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც:
ა) 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი;
ბ) უკრაინის ქ. ჩერნობილის ავარიის დროს (იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში ან ასრულებდნენ სალიკვიდაციო სამუშაოებს) მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სატატუსი.
2. დახმარება განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის   პირადობის მოწმობის ასლი.
გ) დაზარალებულის მოწმობის (სტატუსის) ასლი.
დ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში.
ე)  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სიახლეები