კონკურსის შედეგების გასაჩივრება

                              კონკურსის შედეგების გასაჩივრება 
კონკურსის II ეტაპზე (განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) არადამაკმაყოფილებელი შედეგის შეტყობისთანავე კონკურსანტს დასაბუთებული პრეტენზიით უფლება აქვს შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში წერილობით განცხადებით მიმართოს საჯარო მოსამსახურის ბიუროს, რომელიც განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის განცხადებაში დასმულ საკითხს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც დაუყოვნებლივ აცნობებს საკონკურსო კომისიასა და კანდიდატს. თუ ბიურო დადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია ვალდებულია, კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
 
               II . კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
კანდიდატის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. კანდიდატს უფლება აქვს საკონკურსო კომისიიდან გამოითხოვოს უშუალოდ მის საკითხთან დაკავშირებული მასალები (კომისიის სხდომის ოქმები და სხვა დოკუმენტები) კონკურსის არასასურველი შ3ედეგის დადგომისას თუ კანდიდატი თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები მას ‘საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით’’ დადგენილ ვადაში (შეტყობინების მიღებიდან 1 თვეში) შეუძლია სამართალწარმოების დადგენილი ფორმით (სარჩელი) მიმართოს ცაგერის რაიონულ სასამართლოს (ქ.ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.N14).

სიახლეები