უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება
1.თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო (სტიქია, მეწყერი, ხანძარი და ა.შ.) ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 130 (ას ოცდაათი) ლარისა.
2. უსახლ-კარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი.
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის ) შესახებ და საკრებულოს წევრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;