ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი
ჭაბუკი ჭაბუკიანი
დაიბადა 1970 წლის 7 იანვარს.
განათლება:
1989-1996 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ისტორიკოსის კვალიფიკაცია (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).
სამუშაო გამოცდილება:
2003-2008 წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრში ფასილიტატორად.
2005 წელს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეურნეო სამსახურში.
2008 წელს იყო სპეციალური საარჩევნო კომისიის მდივანი ერაყში (ბაღდადში).
2008-2021 წლებში მუშაობდა №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარედ.
2011-2012 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის №59 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.
2015-2021 წლებში იყო ტრენერი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში.
2021 წლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2022 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2023 წელს იყო შუალედური არჩევნების ცაგერის საარჩევნო შტაბის უფროსი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იკავებდა შტაბის უფროსის პოზიცის.
2025 წლის ოქტომბრიდან არჩეულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად.
კომპიუტერულიუნარ-ჩვევები:
Word, Excel, PowerPoint, lnternet.
უცხო ენები: რუსული (მეტყველება, წერა).
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: chabukii@gmail.com


