სახანძრო სამაშველო

112 განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.

გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც აუცილებელია პოლიციის, სახანძრო/სამაშველო ბრიგადის ან სასწრაფოს დაუყოვნებლივ მოსვლა.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ არის თუ არა სიტუაცია გადაუდებელი უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვას:
აუცილებელია საგანგებო სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) დაუყოვნებლივ მოსვლა ადგილზე?

თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“ აუცილებლად უნდა დარეკოთ 112 - ზე და მიაწოდოთ ოპერატორს ინფორმაცია რა მოხდა ან რა შეიძლება მოხდეს.

დარეკეთ 112 - ზე, როდესაც:

   ხანძარია

 

  •    პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება
  •    პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება
  •    პიროვნებას აქვს ძლიერი სისხლდენა
  •    გახდით თვითმკვლელობის მცდელობის თვითმხილველი
  •    გახდით მკვლელობის თვითმხილველი
  •    გახდით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველი
  •    გახდით ყაჩაღობის თვითმხილველი
  •    გახდით ძარცვის თვითმხილველი
  •    გახდით ძალადობის თვითმხილველი
  •    შეამჩნიეთ პოლიციის მიერ ძებნილი პიროვნება
  •    გახდით ნარკოტიკების მოხმარების თვითმხილველი
  •    შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი
  •    გახდით აფეთქების თვითმხილველი

სიახლეები