მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში ერთხელ გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება:
ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით.
ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში - 1000 ლარი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით(სრულწლოვანების მიღწევამდე).
3. დახმარების მიმღებმა პირმა - მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები.
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) ქორწინების მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.