ტურიზმის პროექტები

სათანადო პირობები შეიქმნა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით აშენდა ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ღირებულებით 350 000 ლარი , რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზის 14 კილომეტრიან მონაკვეთს, რაზედაც გაწეულმა ხარჯმა 15 მილიონი  ლარი შეადგინა, კეთილმოეწყო მურის ციხეებზე მისასვლელი ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, ორბელის გადასახედი, ღვირიშის ღელის კანიონში გადასახედები  და საფეხმავლო ბილიკები, ისუნდრის მწვანე ჩანჩქერი, სოფელ ჩქუმსა და ოფიტარაში ჩანჩქერებზე მისასვლელი ინფრასტრუქტურა, საირმის სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი გზა და ბილიკები, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფ.ქულბაქში მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის განზორციელება.

სიახლეები