ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა

1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს თითოეულს 200 ლარის ოდენობით.
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანის დღის - 17 ოქტომბრის  აღსანიშნავად თითოეულს 150 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)  ვეტერანის (ოჯახის სრულწლოვანი  წევრის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის 
სახელზე.
ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი.
დ)  ომის მონაწილის (მარჩენალდაკარგულის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე)  ცნობა შეიარაღებულ ძალებში ვეტერანის სამხედრო სამსახურის შესახებ ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

სიახლეები