კეთილმოწყობის სერვისი

საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წლებში მნიშვნელოვანი ღონიძიებები განხორციელდა ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის, შესაბამისად რეაბიტირებული იქნა კოსტავასა და რუსთაველის ქუჩებზე განთავსებული ადმინისტრაციულ და კერძო მფლობელობაში არსებული შენობათა ფასადები. კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. ცაგერში არსებულ ლადო ასათიანის სახელობის დასასვენებელ პარკს. შეიცვალა კულტურის ცენტრის სახურავი და გარე ფასადი. მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე განთავსებული ახალი აგრალური ბაზარის მშენებლობა. მიმდინარეობს ქ. ცაგერსა და სოფლებში სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა, სკვერებისა და სპორტული დანიშნულების მოედნების კეთილმოწყობა.

სიახლეები