სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. სხვადასხვა  სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო–ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ენდოკრინოლოგიური, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირად ღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

2.  სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია(300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.

3.ონკოლოგიურ პაციენტებს, რომელთაც ჩაუტარდებათ  ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (400 ლარზე მეტი), დაუფინანსდებათ პაციენტის მიერ გადახდილი თანხის 50%, არაუმეტეს 1000 ლარისა.

4. ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება 1500 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე  პუნქტით დახმარება არ გაეწევა.

5. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ დებულებით განსაზღვრული მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.

6. სხვა მძიმე დაავადებები:

ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონით დაავადებული პაციენტები;

გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, (დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე-2, მე-3 ხარისხი). ახალი შემთხვევა 1 წლამდე;

დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1– 2, მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა 2 ხარისხით;

 

ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენტირების შემდგომი პერიოდი. (ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული  უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);

ზ) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით. (ფორმა 100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით,  ხშირი გამწვავებებით გართულებული გულის მანკით – გულის უკმარისობა მე-2 ხ,  თავის ტვინის რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით;

ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით.(გართულებული სისხლდენით და პერფორაციით);

კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით  და სხვა პარალიზირებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;

ლ)  შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;

მ)  სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ნ)  ონკოლოგიური დაავადებები მე-2, მე-3, მე-4 სტადია, ქიმიო-თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.(ფორმა 100 (ონკო-ცენტრიდან) შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას;

ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა.(ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები – 1 წლამდე);

პ)  კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი;

რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე-3, მე-4 სტადია. მძიმე მიმდინარეობით.(ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები, აუტისტური სპექტრის პირები;

ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3-მე-4 სტ;

უ) უსინათლო ინვალიდები.

7. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 150-დან 300 ლარამდე საბჭოს გადაწყვეტილებით.

8.  დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

დ)  ანგარიშ-ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან  ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ – 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

ე) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ვ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ზ)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;

თ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.

სიახლეები