დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსების პროგრამა
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 450 ლარი;
ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (რომლებსაც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 450 ლარი;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 450 ლარი;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 450 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (წარმოდგენილი იქნას ბენეფიციარის გარდაცვალებიდან სამი თვის განმავლობაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი ვეტერანის/ იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობისა და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული ხარჯების თაობაზე და საკრებულოს წევრის, თემის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით.