სიახლეები
ცაგერის ცენტრალური სტადიონისთვის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების საკითხზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
2026 წლის 10 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერის წერილი, რომელიც ქალაქ ცაგერში მდებარე ცენტრალური სტადიონისთვის გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების ინიცირებს ითვალისწინებს. გიორგი ნემსაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი იყო.
საკითხის განხილვა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე მიმდინარეობს.
საკითხის საჯარო განხილვის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ საღინაძე და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჭაბუკიანი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
ინიციატივასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია საჯარო გაცნობის მიზნით განთავსებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე.


