არსებული სერვისები
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მთავარი ბიბლიოთეკა - ახალგაზრდული, საბავშვო და 40 სასოფლო განყოფილებით. მთავარ ბიბლიოთეკაში წლის განმავლობაში ეწყობა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.
საბიბლიოთეკო ქსელი მკითხველს სთავაზობს ყოველდღიურ მომსახურებას, მკითხველს ადგილზე შეუძლია გაეცნოს პრესას, მისთვის საინტერესო ლიტერატურას და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორს ბელა საღინაძეს ტელ: 599 72-32-48.
-მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი სტრუქტურული ერთეულებით (ლადო ასათიანის სახლმუზეუმი, არჩილ გელოვანის სახლმუზეუმი, სევერიან ისიანის სახლმუზეუმი, დიდების მუზეუმი და სურათების გალერეა).
დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ადგილზე გაეცნოს საინტერესო ექსპოზიციებს და მხარეთმცოდნეობის მასალებს.
ისტორიული მუზეუმის ქსელი მუშაობს ჩვეულებრივი სამუშაო განრიგით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 სათამდე. საჭიროების შემთხვევაში მუზეუმის თანამშრომლების მიერ ხდება მომსახურების გაწევა შაბათ-კვირის დღეებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ისტორიული მუზეუმის დირექტორს ნატო ზაქარიაძეს ტელ: 599 -51-53-69.
-მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს გრიშა მდივნის სახელობის სახალხო თეატრი და ბავშვთა მიუზიკლების თეატრი.
თეატრალური კოლექტივების მიერ, წლის განმავლობაში ეწყობა სპეკტაკლის პრემიერები და სხვადასხვა ჩვენებები. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კულტურის ცენტრის დირექტორს დარეჯან საღინაძეს ტელ: 574 21-81-12.
-მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცაგერის სურათების გალერეა, სადაც წარმოდგენილია საინტერესო გამოფენა-ცნობილი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივ მხატვართა შემოქმედება. სურათების გალერეა დამთვალიერებელს მომსახურებას სთავაზობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ობიექტის ხელმძღვანელს ნუგზარ კოპალიანს ტელ: 599 93-31-24.
-მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცაგერის მრავალპროფილიანი სპორტის სასახლე- მისამართი ქ.ცაგერი ლადო ასათიანის ქN8ა სადაც ფუნქციონირებს ფრენბურთის კრივის და ორთაბრძოლების სექციები. ობიექტზე ტარდება საქართველოს ეროვნული ცემპიონატის შეხვედრები ფრენბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის, რესპუბლიკური ტურნირები ჭიდაობაში და სხვა. მრავალპროფილიანი სპორტის სასახლე სპორტით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შესაბამის მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაწესებულების ხელმძღვანელს გია სილაგაძეს ტელ: 599 22-88-09.
-ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტული დარბაზი - მისამართი ქ.ცაგერი თავისუფლების ქN43. სპორტულ ობიექტზე ფუნქციონირებს სასპორტო სკოლის ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, სამბოს, მაგიდის ჩოგბურთის სექციები. ეწყობა მუნიციპალური შეჯიბრებები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ დაწესებულების ხელმძღვანელს კობა ქომეთიანს ტელ: 595 37-21-89.
-ცაგერის ცენტრალური სტადიონი - მისამართი დავით აღმაშენებლის ქ. სპორტულ ობიექტზე ფუნქციონირებს ფეხბურთის და რაგბის სექციები. ტარდება მუნიციპალური, რეგიონალური და ზონალური შეჯიბრებები ფეხბურთსა და რაგბში. მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ობიექტის ხელმძღვანელს პორფილე კოპალიანს ტელ: 551 67-40-30.