ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
უკიდურესად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
ყოველდღიური ერთჯერადი კვება გაეწევა:
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულია.
2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა(მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის უკიდურესად შეჭირვების შესახებ;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ადგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას.
4. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა და სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა).
5. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერისა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.