ინფორმაცია მშენებლობის ნებართვის შესახებ
მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.
მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად (გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა)
I-სტადია-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება
II-სტადია- მშენებლობის ნებართვის გაცემა
მშენებლობის ნებართვის გაცემის თითეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება.
მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს განცხადებით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ.
II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის დეტალური ჩამონათვალი და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
საკონტაქტო პირი: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილების უფროსი-თამაზი ბენდელიანი
ტელ: 574 34 00 44