გარეგანათების სერვისი

მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისა და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო გარე განათების ქსელის სისტემის განვითარებას, რომელიც მოიცავს ქ. ცაგერსა და 55 დასახლებულ პუნქტს. ასევე გარე განათების ქსელით მოცულია ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, გადასახედები, მწვანე თეატრი, მურის ციხეები, საირმის სვეტები, სკვერები და სხვა.მომსახურებას და ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდას უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტი.  2023 წლისათვის დაგეგმილია 28 დასახლებულ პუნქტში ახალი ქსელის მოწყობა, რისთვისაც 2021-2023 წლებში დაიხარჯება 931000 ლარი.
დასახლებაში გარე განათიბის პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს

სიახლეები