სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 28 ოქტომბერს  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილების უფროსი სპეციალისტი შორენა დვალი.

მიღებულ იქნა დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ.

 

 

 


სიახლეები