მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა ტრანსპორტირების სერვისი
ადგილობრივ სამგზავრო გადაზიდვებს მუნიციპალიტეტი ანხორციელებს კერძო სექტორში არსებული მიკროავტობუსების გამოყენებით, 19 მარშრუტი, რომელიც სრულად მოიცავს მუნიციპალიტეტის სამოქმედო არეალს, ხოლო საქალაქთაშორისო გადაყვანებს ემსახურება 15 მარშრუტი.
მოსახლეობას სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობა შეუძლიათ გრაფიკის მიხედვით ყოველდღიურად ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი სუბსიდიის წესით სრულად ანაზღაურებს ადგილობრივ სამგზავრო გადაყვანის დახარჯული საწვავის ღირებულებას.