ორსულთა დახმარების პროგრამა
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოციალურად დაუცველ ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფა.
2. დახმარება განისაზღვროს თვეში 200 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) ორსულის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. (სარეიტინგო ქულა – 200 000-დან ქვემოთ);
დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით.