მარტოხელა მშობლის ფულადი დახმარების პროგრამა
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს.
2. დახმარება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით და მე-5 მუხლით