ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება

1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ პროგრამაში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება საბჭოს მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.
3. ოჯახს, რომლის წევრებიც პენსიონერები არიან, იღებენ სოციალურ დახმარებას, ამასთანავე ამ ოჯახში არ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, ამ მუხლით დახმარება არ მიეცემა.
4. ოჯახი, რომელიც განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და საკრებულოს წევრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა.
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 

სიახლეები