სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ,გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ვეფხია მურცხვალაძის დედას, ლუბა მურცხვალაძეს და დედა მარიამს( მარინა ჯურხაძეს), რომელმაც აფხაზეთის ომში მეუღლე და ძმა დაკარგა, ასევე, ცაგერის დედათა მონასტრის დედებს.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ქალთა დღესასწაული მიულოცეს ცაგერის დიალიზის ცენტრის ბენეფიციარ ქალბატონებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია მრავალ ბედნიერ გაზაფხულს გისურვებთ თითოეულ ქალბატონს!


