სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 17 მარტს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
პროექტები განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. კომისიის სხდომა ჩატარდება 24 მარტს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
პროექტი განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 მარტს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000.0კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.003.21.241) სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 23 მარტს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2026 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 25 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 25 მარტს.


