სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

დღეს, 2026 წლის 25 მარტ  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათაარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გავმართე.

სხდომის  დასაწყისში საკრებულოს წევრებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მივაგე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას.

სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

მიღებულ იქნა  დადგენილება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების       შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  1000.0კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ89.003.21.241) სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის  მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2026 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.


სიახლეები