სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერში მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერში მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
მერმა რამდენიმე ქუჩაზე განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე,მოსახლეობასთან ერთად დაგეგმა განსახორციელებელი აქტივობები, განიხილა არსებული გამოწვევები, რომელთა ახლო მომავალში გადაჭრისთვის მუნიციპალიტეტის მმართველი გუნდი სრულად ჩაერთვება.
ჭაბუკი ჭაბუკიანი გაეცნო განახლებულ ბაზარში არსებულ პირობებს, გაესაუბრა მომსახურე პერსონალს და ბაზრის მომხმარებელს.
ქალაქში მოსახლეობის საჭიროებებს, მერთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები- რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მერიის სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელების გაეცნენ.


