სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის უფასო სასადილოში იმყოფებოდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველ მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვასილ საღინაძესთან და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის უფასო სასადილოში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, ბენეფიციარებს და სასადილოს პერსონალს გაესაუბრნენ.
სასადილო უფასო სადილით სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 55 ბენეფიციარს ყოველდღიურად მასპინძლობს.

სიახლეები