სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა სოციალური, კულტურული და სპორტული მიმართულების აქტივობებზეც. ასევე ხაზი გაესვა რეგიონის მასშტაბით არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს.
საუბარი, ასევე შეეხო მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების საკითხს, შესყიდვებისა და ზედამხედველობის მიმართულებებს, არსებულ საჭიროებებს და იდენტიფიცირებული პრობლემების დროულად მოგვარების გზებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა, დაიგეგმა ფართომასშტაბიანი შეხვედრები მათთან ინფორმირებისა და საჭიროებების მოსმენის მიზნით. ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრები ყოველკვირეულ ხასიათს მიიღებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალური კოორდინაციის გზით მიმდინარე საკითხების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას.
მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი და ადმინისტრაციაში არსებული სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ.

სიახლეები