სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სოციალური პროგრამების განხორციელებას, აქცენტი გაკეთდა თითოეული პროექტის მოსახლეობაზე ორიენტირებულობის მნიშვნელობაზე. განიხილეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე, ადმინისტრაციული საკითხები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სიახლეები