სიახლეები
სოფელ ზოგიშის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.
სოფელ ზოგიშის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.
25 მარტს, დილით, სოფელ ზოგიშის მიმართულებით, გზაზე ჩამოიშალა კლდოვანი მასა, რამაც გადაადგილება შეზღუდა .
ცაგერის მუნიციპალიტეტის დროული რეაგირების შედეგად, განხორციელდა შლადი კლდოვანი ქანებისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები, ამ დროისათვის გზა თავისუფალია და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.
მუნიციპალიტეტს მოწვეული ჰყავს სპეციალისტების ჯგუფი, რომელთა მიერ ადგილზე მოხდება არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ეცნობოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და მერის წარმომადგენელი ალპანის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიკა ბურჯალიანი.


