სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის პირველი მოადგილის რევაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის პირველი მოადგილის რევაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა.
საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად, კანონის შესაბამისად, დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ქრონიკული დაავადებების და სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
პრიორიტეტი მიენიჭათ მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული სოციალური საჭიროებები აქვთ.
სულ დაკმაყოფილდა 180 ბენეფიციარის განცხადება.
სხდომას ესწრებოდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე.


