სიახლეები
ცოტნე სილაგაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ცოტნე სილაგაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტურნირში მონაწილეობდა ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული ჭიდაობის კლუბ ,,თაკვერის" ახალგაზრდა ფალავანი ცოტნე სილაგაძე,რომელმაც 85 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ 5 წმინდა გამარჯვებით მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალგაზრდა ფალავანს მიღწეულ წარმატებას და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს!


