სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 16 აპრილს  საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

სხდომას ესწრებოდა  მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი.

მიღებულ იქნა დადგენილება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბერის  # 25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულება:

  •  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების მოწონების შესახებ.


სიახლეები