სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრის თითოეულმა მონაწილემ საუბრისას თავისი სამოქმედო მიმართულებით არსებულ ვითარებასა და მიმდინარე საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, ხაზი გაუსვა ერთიანი მუშაობის ფორმატს და მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ანგარიში გასულ შეხვედრაზე გავლილი საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით, გაიწერა მიმდინარე კვირის სამოქმედო გეგმა.
პაპუნა მარგველიძემ თანამშრომლებს ახალ პოზიციებზე დანიშნული ხელმძღვანელი პირები, ვახტანგ ღაჭავა- რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი, მადონა მაჭანკალაძე- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ამბროლაურის ფილიალის ხელმძღვანელი, ნატო დვალი- ამბროლაურის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი წარუდგინა და წარმატებები უსურვა მათ სამომავლო საქმიანობებში.
იმსჯელეს მიმდინარე 2026 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საუბარი შეეხო განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.
შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, საჯარო სექტორის აქტიური ჩართულობით, რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში დაიგეგმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფლებში სასაფლაოებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების მიზნით მასშტაბური აქციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ქრისტინა კობახიძე და ალუდა თუთისანი, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი.


