სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსმა ინსპექტორმა ლამზირა ონიანმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.
მერმა ყურადღება გაამახვილა აღდგომის დღესასწაულისთვის მუნიციპალიტეტის და განსაკუთრებით,სასაფლაოების ტერიტორიების მოწესრიგებაზე, რისთვისაც მითითებები მისცა შესაბამის სამსახურებს.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა დროული და ხარისხიანი განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი.


