სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ლეჩხუმში მოქმედი დაწესებულებების (ა/ა/იპ) ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ლეჩხუმში მოქმედი დაწესებულებების (ა/ა/იპ) ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ და მიიღეს დავალება, უახლოეს დღეებში გააცნონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მათი სფეროების მიხედვით განსახორციელებელი აქტივობებისა და გამოწვევების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე, დაგეგმილი მასობრივი დასუფთავების აქციაში მონაწილეობის შესახებ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი.


