სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სპორტულ ღონისძიებას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სპორტულ ღონისძიებას დაესწრო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბ ,,ცაგერის" ორგანიზებით მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ასპარეზობა ფრენბურთში.
 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის ,ონის, ლენტეხის, ცაგერის მუნიციპალიტეტების გოგონათა და ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ვაჟთა გუნდებმა, სადაც ასეთი შედეგები დაფიქსირდა: გოგონათა გუნდებს შორის -პირველი ადგილი ამბროლაურის N 1 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი-ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი- ლენტეხის N 1 საჯარო სკოლა.
ვაჟთა გუნდებს შორის პირველი ადგილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი კი ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლამ დაიკავა.
 გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით და შესაბამისი ხარისხის სიგელებით .
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- რეზო ხეცურიანი,მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები