სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საკონსულტაციო სხდომის ფარგლებში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საკონსულტაციო სხდომის ფარგლებში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდით განსახორციელებელი საპროექტო იდეები განიხილეს და ერთხმად მოიწონეს. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საპროექტო იდეები დასამტკიცებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
შეხვედრაზე მერებმა ,,მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიებთან“ დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტები წარმოადგინეს. გაიმართა მსჯელობა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, დეტალურად განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური მიდგომები, სტრუქტურა და ფორმატი. მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება საბოლოო დოკუმენტის შემუშავება.
მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც და განიხილავს ამ პრობლემებს მუნიციპალიტეტების მთავარ გამოწვევად. გადაჭრის გზებად კი დასახულია ამ მხრივ განსახორციელებელი კონკრეტული მუნიციპალური პროგრამები.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა დეტალურად განიხილა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების სამუშაოების მიმდინარეობა მხარეში. აღინიშნა, რომ გზების მოწესრიგების კუთხით ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, რჩება ისეთი ლოკაციები, სადაც ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ოპერატიულად დაიწყება პროცესი.
დეტალურად განიხილეს რეგიონში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოებიც და რწმუნებულის ადმინისტრაციის კუთხით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ალუდა თუთისანი და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები.
ამ შემადგენლობით მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება. თვეში ერთხელ კი შეხვედრებს გაფართოებული ფორმატით მერებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან.


