სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის საჯარო სკოლის დარბაზში გამართულ ინტელექტუალურ ვიქტორინას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ცაგერის საჯარო სკოლის დარბაზში გამართულ ინტელექტუალურ ვიქტორინას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ქალაქ ცაგერის, ზუბის, ბარდნალის, ლასურიაშის, ქვედა ცაგერის, ჩხუტელის, ორბელის, ლაჯანის, ალპანის, ლაილაშის, ლაცორიისა, ღვირიშის საჯარო სკოლები, ილია მართლის სახელობის გიმნაზია.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს ელიტარულ- ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?"წევრები ვასილ ქარსელაძე და თორნიკე გოგისვანიძე.
საინტერესო პაექრობაში დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:
I-ადგილი -ლაჯანის საჯარო სკოლა
II ადგილი - ლაილაშის საჯარო სკოლა
III ადგილი -ორბელის საჯარო სკოლა
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.

სიახლეები