სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი პირველ მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება დეკანოზმა გიორგიმ(მდივანი) აღავლინა.
აღდგომის ღამეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფელ ჩქუმის და სოფელ ლასურიაშის ეკლესიებშიც იმყოფებოდნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

სიახლეები