სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ცაგერის სამხატვრო სკოლაში მერიის განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის ორგანიზებით გამართულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში ცაგერის სამხატვრო სკოლაში მოეწყო თემატური გამოფენა, ჩატარდა კონკურსები მოლბერტზე, ასფალტზე ცარცით ხატვასა და კალიგრაფიაში.
სიმღერით წარდგა ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ხაბულიანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, ონისე ჩაკვეტაძე.


